ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენტაძემ ქალაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
გამგებელი, მოადგილესთან გიორგი ლომთაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზაზა ზოსიაშვილთან ერთად, გამსახურდიას ქუჩაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული მდინარე ტყიბულას საყრდენი კედლის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა. პროექტი რეგიონებული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 378 489 ლარის ღირებულების სამუშაოებს შ.პ.ს. ,,რაჭა 2005“ აწარმოებს.
გამგებელი ასევე იმყოფებოდა დუმბაძის ქუჩაზე, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კეთილმოწყობის პროცესს გაეცნო. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროექტს შ.პ.ს. ,,ლადი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს.
პროექტით ასევეა გათვალისწინებული, ჯალაღანიას, გელათის, ახობაძის გორგასლის, დუმბაძის, გამსახურდიას, ბრეგვაძის და გიორგაძის ქუჩებზე 9 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია და სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
გვენტაძემ ქალაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
24/03/2017