გვაქვს პრეტენზია რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში

18/08/2016

პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ და “ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი” გაერთიანდნენ. ახალი გაერთიანების მიზნებზე მისმა ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ძალას აქვს პრეტენზია მოვიდეს ხელისუფლებაში:
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი გუნდების გაერთიანებით ჩვენ ვქმნით ძალას , რომელიც იბრძოლებს რეალურად გამარჯვებისთვის. ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, არა იმიტომ რომ ხელისუფლებაში იყოს, არამედ იმიტომ რომ აქვს ღირებულებები და ფასეულობები და უნდა რომ საქართველო იყოს წარმატებული. მე მინდა ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს ვინც ჩვენ გვიყურებს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რათა გაჭირვება, რომელიც თქვენ გაწუხებთ ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს. დღევანდელი ნაბიჯით ჩვენ ერთ რამეს ვუსვამთ ხაზს: გაერთიანება საქმის გარშემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ჩვენ უარს ვამბობთ ბოღმაზე, დაპირისპირებაზე, შურისძიებაზე და ვიწყებთ ერთად საქმის კეთებას ქვეყნის წარმატებისთვის. საქართველო უნდა გახდეს რეგიონში წარმატებული ქვეყანა და ჩვენს გინდს შესწევს ძალა ეს გააკეთოს. შედეგი რომელიც ჩვენ გვექნება განაცვიფრებს ყველას.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0