გვარამია: ქოცებს ბევრად უარესად აქვთ საქმე, ვიდრე მეგონა

29/01/2016

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

„იმ ვითარებაში, როცა:

* გამგებლის არჩევნები პოლიტიკურად მნიშვნელოვანია მხოლოდ ხელისუფლებისთვის,

* აბსოლუტური (უგამონაკლისო) ტრადიციით ნებისმიერ რიგგარეშე არჩევნებს (მით უმეტეს, ადგილობრივს) ყოველთვის ხელისუფლება იგებს,

* არჩევნები მიმდინარეობდა რაიონში, სადაც ასევე უგამონაკლისოდ, ყოველთვის ხელისუფლება იგებს კომპაქტურად განსახლებული ეთნიკური უმცირესობის ხმების ხარჯზე, (საინტერესოა დანარჩენი დასახლებების სტატისტიკა)

* ნაცებს ხმებს ვერცერთი დამატებითი კანდიდატი ვერ გაუყოფს, და ქოცებს – ყველა,

* მთელი სახელმწიფო აპარატი ჩართული და კონცენტრირებული იყო ერთ გარდაბანზე, რაც სრულმასშტაბიანი არჩევნების დროს შეუძლებელია,

ვასკვნი:

1. ნაცებს უკეთესადა აქვთ საქმე, ვიდრე მეგონა.
2. ქოცებს ბევრად უარესად აქვთ საქმე, ვიდრე მეგონა, მაგრამ ჯერჯერობით ბევრად უკეთესად, ვიდრე იმსახურებენ.“- წერს გვარამია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0