გერმანულ “Diplomatisches Magazin”-ში მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა

03/07/2017

გერმანულ “Diplomatisches Magazin”-ში გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუ, რომელშიც მინისტრი საუბრობს „საქართველო გერმანიის წელზე“, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და ისტორიულ კავშირებზე, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენი ამბიციაა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამისათვის და პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა პრაქტიკული კუთხით, რათა მოხდეს სრულად დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან“ – აცხადებს მინისტრი ინტერვიუში.
გარდა ამისა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმ ექვსი ძირითად მიმართულებასა და ინიციატივაზე საუბრობს, რომლებსაც საქართველო განახორციელებს ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობების ფარგლებში სრული პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება, რაც თავის მხრივ დიდ წვლილს შეიტანს ასოცირების პროცესის, სრულ ინტეგრაციაში ტრანსფორმირებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0