გერმანია ადრეც გვეხმარებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გააგრძელებს ჩვენს დახმარებას

15/08/2017

“გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი პატნიორი, როგორც ქვეყანაში რეფორმების გატარების, ასევე, ჩვენი ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით, ისევე, როგორც ორმხრივ საფუძველზე ჩვენი თანამშრომლობა არის უმაღლეს დონეზე. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ბევრი განსახილველი საკითხი, როგორიც არის: ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირთან ჩვენი მომავალი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები და უპირველეს ყოვლისა, ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. გერმანია ადრეც გვეხმარებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გააგძელებს ჩვენს დახმარებას.“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გათვალისწინებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0