საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 16 გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა, რომლებიც 1-5 მაისს საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში ეწვივნენ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე.
მიხეილ ჯანელიძემ გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე, იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია და ხაზი გაუსვა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით, რის შედეგადაც ევროკავშირი დღეს საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.
გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს სტუმრობს
03/05/2016