გეოლოგიური კვლევების დაწყებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნა

26/04/2016

საქართველოში გეოლოგიური კვლევების დაწყებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მოწვეულ სტუმრებს მინისტრთან ერთად, სიტყვით ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი გეოლოგების საველე კვლევების ამსახველი ვიდეო მასალები, მინერალოგიური და პალეონტოლოგიური ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
პირველი გეოლოგიური სამუშაოები 1841 წელით თარიღდება, ხოლო საველე გეოლოგიური კვლევები და პირველი ნაშრომები კი 1843 წელს გამოქვეყნდა. 1841 წლიდან საქართველოში უკვე სათავეს იღებს სისტემური გეოლოგიური კვლევები რომელებიც დღემდე გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0