გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი აზერბაიჯანელ კოლეგებს მასპინძლობს

07/11/2017

გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი აზერბაიჯანელ კოლეგებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანს ნატოს STANAG 6001-ის მიხედვით, ინგლისური ენის ტესტების შედგენაში, მოდერაციასა და დანერგვაში გამოცდილების გაზიარება და პარტნიორ ქვეყნებს შორის შეფასების ერთიანი სტანდარტის მიღწევა წარმოადგენს. ქართული მხარე აზერბაიჯანის მიერ შემუშავებული ტესტების პილოტირებას გეგმავს. პირველ ეტაპზე ტესტები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 30 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, მაიორ იდაიტ ჰალილოვისა და გულნურ ალმადოვას საქართველოში ვიზიტი 2016 წელს ბაქოში გამართული სამუშაო შეხვედრის გაგრძელებაა, ორ ქვეყანას შორის 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება და ინგლისური ენის შეფასებისა და ფლობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0