პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში გამოჩენას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ პაატა ბურჭულაძე ისევ იმღერებდა.
“გახსოვთ ის ხალხი, ადრე რო ბიძინას ლოცავდნენ უფასო ფულის მოლოდინში და მერე რო წყევლიდნენ? გახსოვთ ის ქალი, ივანიშვილს ვაკოცეო და უკან დამიბრუნოს კოცნაო რო ითხოვდა?
ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ – გგონიათ ისინი რაკი დღეს ბიძინას მიწაში დებენ, რამეს მიხვდნენ?!
ვერა, ვერ მიხვდნენ!
მათი უმრავლესობა დღესაც უფასო ფულს ელოდება და არა შრომის და განვითარების ნორმალურ და თანაბარ პირობებს!
ერთმა მდიდარმა მოატყუა, ეხლა მეორეს ცდიან. ერთმა ტაძარი “ააგო”, მეორე ხატების ზიდვით დაკავდა.
გემღერათ ისევ ბატონო პაატა ჯობდა… თქვენთვისაც და თქვენი მსმენელისთვისაც…
თქვენც დაგწყევლიან…
სტატუსი: პური მეპურემ უნდა გამოაცხოს,” – წერს ირინა სარიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.