გარკვეული ძალები პოლიტიკური თუ მერკანტილური დაინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ

25/07/2016

პრემიერის გუნდში, ზურგს უკან, გარკვეული ძალები პოლიტიკური თუ მერკანტილური დაინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ“, – ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი, პარლამენტის ვიცე სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

”მანანა კობახიძის განცხადებაზე ძალიან გამიჭირდება, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება დანარჩენ კომენტარებს თქვენ იცით, პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩააყენა თანამდებობის პირები მათ შორის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დაადასტურა მისი ოჯახის წევრის ინციდენტი არა იმიტომ, რომ პრემიერისგან ან ვინმესგან დახმარებას ითხოვდა ამ კონკრეტულ საქმეზე არამედ იმისთვის, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში ზურგს უკან გარკვეული ძალები პოლიტიკური თუ მერკანტილური დაინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0