სასტუმრო „თბილისი მარიოტიში“ „გარემო ევროპისთვის” მინისტრთა მერვე კონფერენციის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
კონფერენცია მიმდინარე წლის 8-10 ივნისს ბათუმში გაიმართება. შეხვედრაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს „გარემო ევროპისთვის“ კონფერენციის მნიშვნელობა, მთავარი განსახილველი საკითხები და კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
მინისტერიალი მიზნად ისახავს მწვანე ეკონიმიკის წახალისებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და განათლების მიღებას მდგრადი განვითარებისთვის.
„გარემო ევროპისთვის” მინისტრთა მერვე კონფერენციის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
04/03/2016