თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს, რომლის თაობაზე დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა.
შესაბამისი განხილვის შედეგად, კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილი კი შემდგომი შესწავლის მიზნით გადაიდო.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს
21/04/2017