დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლერი ქვარაიამ კომისიის წევრებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს 2015 წლის შემაჯამებელი ანგარიში დეტალურად გააცნო და 2016 წელს სააგენტოს მიერ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ანგარიშის დასრულების შემდგომ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სააგენტოს უფროსს თემურ ფხალაძეს და ლერია ქვარაიას წარმოდგენილი ანგარიშისა და სამომავლო გეგმების თაობაზე შეკითხვები დაუსვეს და გარკვეული რეკომენდაციები მიაწოდეს.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს, რომელიც დეპუტატებს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ზონალური ცვლილებებთან დაკავშირებული 25 საკითხიც განიხილეს, რომლებიც კომისიის წევრებს მერიის არქიტერქტურის სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
გარემოს დაცვის კომისია
12/01/2016