გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

15/05/2023

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა.
კანონპროექტი ერთჯერად ამნისტიას ეხება და მისი მიღების შემთხვევაში, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული და დაკისრებული მოსაკრებლის თანხა და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი ჩამოიწერება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0