გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. მომხსენებლის, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის ნანა ზამთარაძის განმარტებით, ცვლილებით, მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიური ფონდის არქივის შენახვის უფლებამოსილება ექნება.
„ეს არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. დღეის მდგომარეობითაც ასე იყო, საფონდო მასალის ფაქტობრივ ფლობას სააგენტო ახორციელებს, მაგრამ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე არ იყო მოწესრიგებული და სწორედ ამ ხარვეზს აღმოფხვრის საკანონმდებლო ცვლილება“, – განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.