გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ეხმაურება დღეს დილით, რუსთავი2 ის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, თითქოსდა მუნიციპალიტეტის მიერ სოფელ ნორიოში არსებული წყარო კერძო პირზე გასხვისდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტი მთელი რიგი უზუსტობებით იქნა აკინძული, რამაც მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.
კერძოდ, აღნიშნული წყარო სოფლის შესასვლელში მდებარეობს, იქვე ახლოს კი ჩამოედინება მდინარე. ჭას კი მრავალი წელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის საქონლის ფერმები გამოიყენებდნენ(წყალი დასალევად უვარგისია). ჭას ამ ეტაპზე იყენებს როგორც სოფლის მოსახლეობა ისე ჭაბურღილთან არსებული საქონლის ფერმები.
„წყარო არ გასხვისებულა და ის სახელმწიფო საკუთრებაშია და ის არც ერთი სოფლის საკუთრება არ არის. წყლის რაციონალური გამოყენება კი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა“- განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა.
აქვე გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გარდაბნის მუნიციპალიეტეტის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით, რომელიც ხუთი სოფლის მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ახალი სამგორისა და ვაზიანის ოცდაოთხსათიან უწყვეტ წყალმომარაგებას ითვალისწინებს.
წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ნაწილობრივ სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, შემკრები რეზერვუარი, დამცავი კედელი, ჭაბურღილები და კოლექტორი. ამასთანავე, გაკეთდება საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენი. აღნიშნულ სოფლებს წყალმომარაგების პრობლემა ათეული წლებია აწუხებს- ნაწილს წყალი ოთხ დღეში ერთხელ ორი საათით, ნაწილს კი დღეგამოშვებით მიეწოდება. არსებული რეზერვუარები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობაშია. პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების პირველი ეტაპისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარამდეა გამოყოფილი. პროექტის მკეორე ეტაპის დასწაყებად გამოცხადებულია დატენდერი რომელზეც წინადადების მიღება 24 თებერვალს დაიწყება. მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, გარდაბნის 5 სოფელს ექნება ხარისხიანი წყალმომარაგება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია რუსთავი2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება
07/02/2019