გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, საახალწლო ღონისძიებას, „ახალი წლის დღეებს” უმასპინძლა

03/01/2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებას, „ახალი წლის დღეებს” უმასპინძლა. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ასევე, სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა გაიმართა.
ღონისძიების პატარა სტუმრებს საახალწლო ნაძვის ხეების, გირჩების, მისალოცი ბარათების დამზადებისა და ორცხობილების მოხატვის საშუალება ჰქონდათ. დღის ბოლოს გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი რომელშიც მონაწილეობას ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე და ბენდი „მიქსტურა“ იღებდნენ. საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0