გარდაბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

15/06/2017

ქალაქ გარდაბნის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ს. ვურგუნის, სანაპიროს პირველი და მეორე ჩიხის, სტალინის ქუჩის და კაპანახჩის დასახლების მოასფალტება. პროექტის ფარგლებში იგეგმება ლელაშხას დასახლების, რობაქიძის ქუჩის, ვაჟა ფშაველას ქუჩის, ჩოლოყაშვილის ქუჩის, კონსტიტუციის ქუჩის, ლესელიძის ქუჩის (კორპუსების უკანა მხარე), ხარძიანის ქუჩის, ტოლსტოის ქუჩის, მუსიკალური სკოლის უკანა ქუჩის, ა.მუსტაფაევის ქუჩის, აზიზბეკოვის ქუჩის და ოქტომბრის ქუჩის კეთილმოწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქვენიფნელი“ 1 380 000 ლარად , ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასრულებს. ქალაქ გარდაბანში ასევე მიმდინარეობს ცენტრალური გზის გასწვრივ, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შპს „ტ.ტ“ 593 802 ლარად ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0