გარდაბანში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

02/11/2022

გარდაბანში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ეტაპს გიორგი დოხტურიშვილი ადგილზე გაეცნო. ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებისთვის, რეგიონის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში კვლავ აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პავლე გამყრელიძესთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. ქვემო ქართლის რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რეგიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო მონაკვეთის მოწესრიგება სრულად აღმოფხვრის გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ხელს შეუწყობს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პროექტის მიხედვით გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტირდება 3,52 კმ-მდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რომლითაც სარგებლობს როგორც სოფელი ნორიოსა და ლილოს, ისე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დასახლებების მოსახლეობა.
პროექტი ითვალისწინებს:
გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას;
საგზაო სამოსის მოწყობას;
კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას;
გზის სავალი ნაწილის მონიშვნას;
საგზაო ნიშნების მოწყობას.
პროექტის საერთო ღირებულება 2 288 000 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0