მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ახალგაზრდების სოციალურ საჭიროებებთან დაკავშირებით არსებული ახალი პროექტის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმღძვანელის პირველი მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს საპილოტე პროექტი, რომლის ბენეფიციარიც დუშეთის მუნიციპალიტეტია. პროექტი ითვალისწინებს, სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტით გამოვლენილ საჭიროებებზე მუშაობას და აღნიშნული მიმართულებებით მათ მხარდაჭერას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ კუთხით სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის განხილვის პროცესშია მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.
ცნობისათვის, პროექტის მხარდამჭერია ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ჩეხეთის განვითარების სააგენტო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა.
განხილვის პროცესშია მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა
24/03/2023