ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების დაფინანსების კომისია, დღეს სხდომაზე შეიკრიბა და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ედუარდ ციკოლიას განცხადება განიხილა. ედუარდ ციკოლიას ჯგუფმა ქვეყნის მასშტაბით გამართულ წყლის დაცვასთან დაკავშირებულ კონკურსში, სადაც 16 გუნდს ეჯიბრებოდნენ, ინოვაციურ, კრეატიულ, შემოქმედებითად დატვირთული აქტივობების განხორციელებაში გაიმარჯვა და ბერლინის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე სწავლის უფლება მოიპოვა. ედუარდ ციკოლია განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბერლინის საზაფხულო სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებზე გასამგზავრებელი ტრასპორტირების ხარჯების დასაფარად თანადაფინანსებას გამგეობას სთხოვს. გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განმარტებით, კომისიის წევრები კონკრეტულ გადაწყვეტილებას ორშაბათს ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებენ.
განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვების მხარდაჭერა
24/06/2016