„ჩვენ განვიხილავთ ურთიერთთანამშრომლობის ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის აღსანიშნავია ორი ინიციატივა, სადაც წინ წავიწიეთ – ეს არის ყაზახური ხორბლის დაბრუნება ქართულ ბაზარზე და „ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ხაზის შემოყვანა საქართველოში“ – ეს განცხადება ნათია თურნავამ ყაზახეთში ვიზიტის დროს მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
„ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ხაზის ამოქმედება არის ძალიან კარგი შემოთავაზება ჩვენთვის, რადგან ვითარდება ტურიზმი, იზრდება ვიზიტორების რიცხვი და ღრმავდება ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყაზახეთთან. ავიაკომპანიის ფრენების დაწყებას, დიდი ალბათობით, ვფიქრობთ ქუთაისის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნის მიმართულებით მგზავრობის მსურველთათვის, რადგან ბილეთების ღირებულება იქნება საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომი“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.