“განახლებული რეგიონების” პროგრამა კახეთის რეგიონში აქტიურ რეჟიმში გრძელდება

26/02/2023

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული “განახლებული რეგიონების” პროგრამა კახეთის რეგიონში აქტიურ რეჟიმში გრძელდება. რეგიონის რიგ მუნიციპალიტეტებში პროგრამით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა ქალაქ სიღნაღში, “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულეს. ქალაქ სიღნაღში უკვე დასრულდა სარაჯიშვილის, ბარათაშვილის, კოსტავას ქუჩებისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია. განახლდა შენობების აივნები და ფასადები, არსებული იერსახის შენარჩუნებით. ასევე, განხორციელდა საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ჭიშკრების შეცვლა. ️დღეის მდგომარეობით, რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩაზე. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0