განათლების რეფორმა წარმოუდგენელია უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გარეშე

21/12/2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის სამაგალითო შესრულებისთვის 54 მანდატური და მანდატურის სამსახურის შვიდი თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სიგელები გადაეცათ მანდატურებს, რომლებმაც მოსწავლეების გადარჩენასა და მათი ჯანმრთელობისთვის საკუთარი სიცოცხლე არაერთხელ დააყენეს რისკის ქვეშ. მანდატურებს, რომლებიც მანდატურის სამსახურის დაარსების პირველივე დღიდან მუშაობენ და მათ, ვინც საკუთარ მოვალეობას გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლის სკოლებში ასრულებენ.

„განათლების რეფორმა წარმოუდგენელია უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გარეშე. დღეს დავაჯილდოვეთ მანდატურის სამსახურის წარმატებული თანამშრომლები და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ წახალისებას. მომავალი წლიდან მანდატურები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები, რაც უსაფრთხო სკოლის გარემოზე აისახება“- განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან მანდატურთა ხელფასი 200 ლარით გაიზრდება. ასევე მომავალ წელს მანდატურები დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევლენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0