საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრას პედაგოგებთან ერთად , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
მინისტრმა მასწავლებლებს ზოგადი განათლების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე, რაც სკოლას კიდევ უფრო განავითარებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვის დასმა, რაზეც მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
განათლების მინისტრი ფოთელ პედაგოგებს შეხვდა
30/07/2016