განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს გიორგი შარვაშიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2016 წლის 9 სექტემბერიდან”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გიორგი შარვაშიძის თანადებობიდან წასვლის მიზეზად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მის მონაწილეობას ასახელებენ. როგორც ცნობილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიურმა საბჭომ 23 სექტემბერს უნდა აირჩიოს, ამჟამად კი კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.