საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დასავლეთ საქართველოში ვიზიტს და პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად ქუთაისის მინიციპალიტეტის განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებს, სახელმძღვანელოების გრიფირებას და სკოლებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სახელით პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა რომ მასწავლებლის საქმიანობა და როლი უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის აღზრდასა და ზოგადად, ქვეყნის განვითარების საქმეში.