განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა

10/10/2017

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებმა განიხილეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კანონის პროექტი განსაზღვრავს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს მხარჯავი დაწესებულებებისა და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 178.8 მლნ ლარამდე.
ზოგადი განათლების დასაფინანსებლად განსაზღვრულია 681.1 მლნ ლარამდე, მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 598.9 მლნ ლარი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 11.9 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 12.8 მლნ ლარზე მეტი;
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 23.0 მლნ ლარამდე;
საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 22.1 მლნ ლარი
ბიუჯეტის პროექტში კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 116.5 მლნ ლარი, მათ შორის, ფრანქფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენის ღონისძიების დასაფინანსებლად – 16.5 მლნ ლარამდეა განსაზღვრული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0