განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის ახალგაზრდული მიმართულების დამატებას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იცვლება საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის დასახელება და განისაზღვრება, როგორც – „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი“ და „სპორტის კომიტეტი“.
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განსახორციელებელმა რეფორმამ განაპირობა, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის სფეროში გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ცვლილების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ორი კომიტეტის დასახელება იცვლება
14/12/2023