განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ახალ თემატურ მოკვლევას იწყებს

16/10/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შესწავლის მიზნით თემატურ მოკვლევას იწყებს. მოკვლევის ჯგუფს კომიტეტის წევრი რიმა ბერაძე უხელმძღვანელებს. ჯგუფის წევრები იქნებიან კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი.

„სკოლა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი რგოლი. ყველა რეკომენდაცია და წინადადება იქნება გათვალისწინებული, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მეტად მნიშვნელოვანი რგოლის მუშაობას“, — განაცხადა რიმა ბერაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0