პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შესწავლის მიზნით თემატურ მოკვლევას იწყებს. მოკვლევის ჯგუფს კომიტეტის წევრი რიმა ბერაძე უხელმძღვანელებს. ჯგუფის წევრები იქნებიან კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი.
„სკოლა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი რგოლი. ყველა რეკომენდაცია და წინადადება იქნება გათვალისწინებული, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მეტად მნიშვნელოვანი რგოლის მუშაობას“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.