გამწვანების აქცია სოფელ წეროვანის საჯარო სკოლაში

04/03/2016

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წეროვანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, სასწავლო დაწესებულების ეზოში 60 ძირი ფიჭვის და 19 ცაცხვი ხე დაირგო.
ანალოგიური აქცია მიმდინარე თვეში კვლავ ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0