გამოწვევები და პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს

08/04/2018

„მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე ხვალინდელი დღის იმედი, როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა და საშობაო ეპისტოლეშიც იყო ვრცლად ნასაუბრები ამაზე – გამოწვევები და პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ერთადერთი ხსნა არის ერთობაში, მათ შორის, ეკლესიის, ერის და ხელისუფლების ერთობაში. სწორედ, ამ ერთობამ და სარწმუნოებამ მოგვიტანა ჩვენ დღევანდელი საქართველო და სხვა გადარჩენა არ არსებობს. როგორც ყველა სიხარულს ახლავს სევდა, დღეს ტყიბულში, ექვს ოჯახში გლოვაა და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო დიდი გულის ტკივილი. სიტყვები არ მყოფნის, როგორ ვანუგეშო ეს ოჯახები და აღდგომის დღევანდელ დღეს შეემსუბუქებინოს მათთვის ტკივილი. მინდა ეს ვუსურვო მათ.
მთელ საქართველოს მინდა, ვუსურვო პირველ რიგში ხვალინდელი დღის იმედი, ერთობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთობით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ის დიდება, რომელიც მას ეკუთვნის. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და მეც ჩემს თავს ვეუბნები ამას პირველ რიგში,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0