დღეს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიხსნა ცნობილი ქართველი მხატვრების, ქეთევან მატაბელისა და გია გუგუშვილის ერთობლივი გამოფენა „ფრაგმენტები ისტორიიდან“.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქეთი მატაბელის სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები, ასევე წარმოდგენილია ნამუშევრების ნაწილი, რომელიც პროექტის „მე ვხედავ თითებით“ ფარგლებშია წარმოდგენილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. გია გუგუშვილის შემოქმედებიდან წარმოდგენილი არის მისი ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა „ფრაგმენტები ისტორიიდან“ ერთი თვე გაგრძელდება და დასრულდება 9 ოქტომბერს.
ხვალ, 10 სექტემბერს 11:00 სთ–ზე, სვანეთის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, მუზეუმის ლექციათა ციკლის „საუბრები მუზეუმში“ ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა მხატვრებთან და ასევე ჩატარდება ქეთევან მატაბელის მასტერკლასი
„შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი თანამედროვე ხელოვნებაში“.
გამოფენა „ფრაგმენტები ისტორიიდან“ სვანეთის მუზეუმში
09/09/2016