საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბეტინა კადენბახთან.
შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბეტინა კადენბახს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში
გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გერმანიის ელჩთან
15/08/2016