გამიჭირდება გითხრათ რომ იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით

11/05/2016

საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხს ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
ეკა ბესელია, პარლამენტართა პოზიციების სხვადასხვაობის გამო მიიჩნევს, რომ შესაძლოა აღნიშნულ კანონპროექტს 113-მა ადამიანმა მხარი არ დაუჭიროს.

“გამიჭირდება გითხრათ რომ იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხედავთ არის გარკვეული პოზიციების სხვადასხვაობა. ამიტომ ჩვენ რასაც შეთანხმების თვალსაზრისით მივაღწიეთ, როდესაც კოალიცია იყო ერთი, ამ პოზიციას ვიცავთ დღეს. როგორი იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის, 113 დეპუტატის საბოლოო პოზიცია ალბათ გამოჩნდება კენჭისყრის დროს თუმცა გულწრფელად გითხრათ არ მგონია რომ 113-მა ადამიანმა მხარი დაუჭიროს ამას”. – აღნიშნა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0