ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია, დღეს, იმ ბენეფიციარებს შეხვდნენ, რომლებსაც გამგეობა მიმდინარე წელს სახლებს აუშენებს. ბენეფიციარებს და გამგებლის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. გიზო სართანიას განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელმაც სახლების მშენებლობის პროექტი განახორციელა. 2015 წელს, 16 მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახს სახლები აუშენდათ და წელს 23 სახლის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. ,,მინდა ყველას მოგილოცოთ, ამ პროექტში მოხვედრა. მჯერა რომ წინ წახვალთ და წარმატებას მიაღწევთ. ჩვენ 4 წელია კარდაკარ დავდივართ და ყველა ოჯახის გაჭირვება ვიცით. ის ოჯახები, რომლებიც წელს ვერ მოხვდნენ მომავალ წელს აუცილებლად მოხვდებიან პროგრამაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და მჯერა რომ ერთად დგომით, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ – განაცხადა გიზო სართანიამ.“
გამგებლის მოადგილემ ბენეფიციარებს სახლების პროექტი გააცნო
23/05/2016