გამგებელმა ხელოვნურსაფრიანი სტადიონები დაათვალიერა

19/05/2016

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნურსაფრიანი სტადიონები დაათვალიერა.
ჟორდანიასა და იმედო დუნდუას სახელობის სტადიონები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, ორივე სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.
აღნიშნულ ხელოვნურსაფრიან სტადიონებზე რეგიონული და ადგილობრივი ტურნირები პერიოდულად ჩატარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0