13 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ თავის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში თათბირი გამართა.
ბატონმა ზაზამ სოფლებში ხვნა-თესვის კამპანიასთან დაკავშირებული პრობლემები მიმოიხილა. წარმომადგენლების განმარტებით უმეტეს სოფლებში დაწყებულია საგაზაფხულო სამუშაოები. დღეს ხვნას ნიგოითში „მექანიზატორის“ ტრაქტორები დაიწყებენ.
ბატონმა ზაზამ თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან საჭირბოროტო საკითხები და პრობლემები მიმოიხილა და შესაბამის სამსახურებს მათი მოგვარება დაავალა.
თათბირს გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
გამგებელმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა
13/04/2016