გამგებელმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აღდგომა მიულოცა

30/04/2016

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა მიულოცა.
აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს დათო გოგუა გამგებლის მოადგილესთან და გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად სახლში ესტუმრა და მათ სააღდგომო ნობათი გადასცა.
სააღდგომო პასკისგან, ტკბილეულისგან და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი საჩუქარი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 120–მა ოჯახმა მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0