გამგებელმა სკვერში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

06/05/2016

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სკვერში დაიწყო ქვაფენილის დაგება. რამდენიმე ადგილზე უკვე გაკეთებულია პანდუსი. ქვაფენილის დაგება სავარაუდოდ, ერთ კვირაში დასრულდება და დაიწყება შადრევნის კეთილმოწყობის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი გარდამავალია და ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის მთლიან კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მისი ღირებულება 708 888 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0