რეგიონალური პროექტების განვითარების ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალაქ წალენჯიხის კინოთეატრისა და მულტიფუნქციური (ყოფილი მერიის ) ადმინისტრაციული შენობის ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ამავდროულად დაიწყო ქალაქ წალენჯიხის შიდა ქუჩების რეაბილიტაცია. რომელიც დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ.
ქალაქ წალენჯიხაში ამ ეტაპზე რეაბილიტირდება ქუჩულორიას, წერეთლისა და გალის ქუჩა, სადაც მიმდინარეობს წყალსაწრეტი არხების მოწყობა. ამის შემდეგ დაიწყება გზებზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. სახელშეკრულებო თანხა შეადგენს-469.994 ლარს, სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.
გამგებელმა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა
07/07/2016