გამგებელმა ნაზარლოში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

07/06/2016

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ზვიად მაჩაბელმა,გამგებლის მოადგილემ დუნიამალ გაჯიევმა და ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა სერგი გიორგაძემ სოფელ ნაზარლოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

სოფელ ქესალოს,ნაზარლოს,ჯანდარის და ვახტანგისის გზების კეთილმოწყობისთვის თანხა რეგიონალური ფონდიდანაა გამოყოფილი და მისი ღირებულება 332 099 ლარს შეადგენს. სოფელ ნაზარლოში ერთ-ერთი შიდა საუბნო გზის 850 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება უკვე დასრულებულია. სამუშაოებს შ.პ.ს „გარდაბნის საგზაო სამმართველო“ ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ნაზარლოს საბავშვო ბაღშიც, სამუშაოებს შ.პ.ს. „დემა 2008“ ასრულებს. აღნიშნული პროექტიც რეგიონალური ფონდიდანაა დაფინანსებული და მისი ღირებულება 134 076 ლარს შეადგენს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობით კმაყოფილი დარჩა და ამჟამად განხორციელებული პროექტების 90 პროცენტი დადებითად შეაფასა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0