30 ოქტომბერს უეცრად ამოვარდნილმა ქარბორბალამ გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჯუნეწერში ხუთი ოჯახი დააზარალა. დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად ჯუნეწერში იმყოფებოდა. დაზიანებული სახლების მეპატრონეებს სახურავები გადაეცა. ბატონი ზაზა ახლადარჩეულ დეპუტატთან ერთად მოსახლეობას გაესაუბრა. როგორც ადგილობრივი მცხოვრები მაყვალა ბარამიძე აცხადებს: „-რომ არა ხელისუფლების დახმარება ვერც კი შევძლებდი სახურავის შეკეთებას. ახლა მთლიანად მთელ სახურავს მიცვლიან. უდიდეს მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ზაზა ურუშაძეს, ჩვენს დეპუტატს ქალბატონ ნინოს გულისხმიერებისათვის“. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს შიფერის სახურავები გადააძრო, ფესვებიანად მოთხარა ხეები. დაზიანდა თორნიკე სარჯველაძის, ნათელა ბარამიძის, მაყვალა ბარამიძის, ოთარ იმნაძისა და მაგული ბარამიძის (კვაჭაძე) ოჯახები. სახურავების შეკეთების სამუშაოები ყველა ოჯახში ეტაპობრივად ჩატარდება.
გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დეპუტატთან ერთად დაათვალიერა
09/11/2016