მუნიციპალიტეტის გამგებელმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ პირველ სვირში ახლადგახსნილი საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა და აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა. სვირის საბავშვო ბაღის შენობა ერთ –ერთია იმ დაწესებულებებს შორის, რომელთა მშენებლობაც გასულ წელს დაიწყო და 2016 წელს სამი სრულიად ახალი საბავშვო ბაღის შენობის გახსნით დასრულდა. ახალი კორპუსების მშენებლობისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მეორე სვირიში ახალი საბავშვო ბაღის გახსნამდე, ბავშვებს არასტანდარტულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. რადგან ძველი შენობა არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას აღსაზრდელებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართი ჰქონდა ნაქირავები. ახალი საბავშვო ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. საბავშვო ბაღების მშენებლობა ამით არ დასრულებულა მუნიციპალიტეტში. 2016 წელს დამატებით ორი ახალი კორპუსის აგება იგეგმება.
გამგებელმა მეორე სვირის ახლადგახსნილი საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა
14/03/2016