გამგებელმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

07/07/2016

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და მოადგილე ნუკრი სარდანაძემ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.
მოინახულეს სოფ. ჩხარი-ალისუბნის დამაკავშირებელი გზის 1,2 კმ.-იანი მონაკვეთი, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით (400 000 ლარი) დაიგო ასფალტის საფარი და სოფ. ალისუბანი-სკანდის გზის 3, 5 კმ.-იანი მონაკვეთი (დასასრული), სადაც დაიგო ბეტონის საფარი (რეგიონალური განვითარების ფონდი-639 990 ლარი). აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები გასულ წელს დაიწყო. სულ სოფ. ჩხარი-ალისუბნის დამაკავშირებელი გზის 4,2 კმ.-იანი, ხოლო ალისუბანი-სკანდის გზის 7 კმ. -იანი მონაკვეთი რეაბილიტირდა. აღნიშნული გზების შეკეთებას წლების მანძილზე ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა.
მუნიციპალიტეტის გამგეობა ასევე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ეზოების მოწყობა ასფალტის საფარით მოხდება. რეაბილიტაციას 6 მრავალსართულიანი ბინის (რუსთაველის ქ. №100, №102, №104, №108, №114, №122) შიდა ეზო ექვემდებარება. სამუშაოებს შპს „ნიუ ფორსი“ ახორციელებს. ეზოების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 150 000 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0