გამგებელმა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

14/04/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია სამუშაო კაბინეტში დანიის დევნილთა საბჭოს კავკასიის რეგიონის ოფისის წარმომადგენლობას მასპინძლობდა. ვიზიტი დანიის დევნილთა საბჭოს ერთ–ერთი პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. როგორც მთავარი პროგრამების ხელმძღვანელმა თამუნა წივწივაძემ აღნიშნა, დანიის საბჭო ათი წელია ახორციელებს სოციალური სახლების მშენებლობის, რეაბილიტაციის, ბუნებრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებასა და საბავშო ბაღების რეაბილიტაციას. ეს პროგრამა უკვე დასრულდა და საიუბილეო თარიღი ოფიციალური მიღებით დასრულდება, სადაც მუშაობის 10 წელი შეჯამდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სტუმრებს რაიონში გაწეული საქმიანობისთვის და ადგილობრივი მოქალაქეების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და საინტერესო პროექტების განხორციელებაში შემდგომი წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0