გამგებელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს სწავლის დაწყება მიულოცა

19/09/2016

დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
სწავლის დაწყება პედაგოგებსა და აღსაზრდელებს პირადად მიულოცეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაიწყო გარდა მე-4 საბავშვო ბაღისა, სადაც მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სასიამოვნო იქნება, რომ სულ მალე ახალი უბნის დასახლებაში მცხოვრებ პატარებს სრულად გარემონტებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდებათ. ადგილობრივი ხელისუფლებისათვის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული ბაღი მე-6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იქნება, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება“- აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი უბნის საბავშვო ბაღის რემონტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0