გამგებელი სოფლებში მოსახლეობას ხვდება

14/03/2017

მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტი, მათგან ინიციატივების მოსმენა და გამოცდილების გაზიარება, მოქალაქეებამდე პირველი პირის მიერ მიტანილი რეალური ამბები – საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის შეხვედრების მთავარი მიზეზია. დღეს ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი შეხვედრა გაიმართა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე სოფელ ქორეთისა და კალვათის მოსახლეობას შეხვდნენ. გამგებელმა 2016 წელს მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ გაიხსენა და ადგილობრივებს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წელს განსახორციელებელი 8 პროექტი გააცნო, რომელთაგან 7 რკინა-ბეტონის საუბნო გზის, მე-8 კი მოსაცდელის მოწყობაა. მოსახლეობამ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხები განიხილა, რომელთაგან უმრავლესობა გზების კეთილმოწყობასა და სასმელი წყლის სისტემებს შეეხებოდა. მალხაზ ბაზაძემ მოსახლეობას სახელმწიფოსგან მხადაჭერილი ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა და თხოვნით მიმართა, რომ გარემო დაბინძურებისგან დაიცვან. აღნიშნული შეხვედრები ყოველდღიურად გაგრძელდება და ის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0