გამგებელი სოფელ ჭოღაში სათემო დღესასწაულს დაესწრო

26/07/2016

მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღესთან დაკავშირებით , მამა ალექსანდრემ სოფელ ჭოღას მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიაში ღმრთისმსახურება აღავლინა, რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა დაესწრო.
26 ივლისს, ტრადიციულად, სოფელ ჭოღაში სათემო დღესასწაული ტარდება, სადაც სოფლის მოსახლეობა იკრიბება. ეს ტრადიცია შენგელიებმა შემოინახეს, ისინი მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღეს ფუძის ხატის ლოცვას ასრულებენ.
შენგელიები ინახავენ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ხატს, რომელიც შესრულებულია XVII საუკუნეში.
სოფელ ჭოღას მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. ის 1923 წელს დაიხურა, ამჟამად საჭიროებს რესტავრაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0